Thursday, June 20, 2019

2019 წლის 17 ივნისს სსიპ  წყალტუბოს  მუნიც.სოფ. ოფშკვითის  საჯარო  სკოლაში  კოლეგებს  წარვუდგინე  ჩემი  პედაგოგიური  პრაქტიკის  კვლევის  ანგარიში- ,,როგორ  გაუმჯობესდება მოტივაცია და  საგაკვეთილო  პროცესში  ჩართულობა დიფერენცირებული  სწავლების მიდგომებით"

Thursday, February 5, 2015

იერი ადამიანი (ლათ. Homo sapiens) ითვლება პრიმატების სახეობად, ჰომინიდების ჯგუფის, ადამიანთა მოდგმის წარმომადგენელად. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა დედამიწის ბიოსფეროს შექმნაში, შექმნა დედამიწის საკუთარი გარსი — ანთროპოსფერო. ადამიანების ერთობლიობას ეწოდება პოპულაცია ან კაცობრიობა. ინდივიდების ურთიერთობა ქმნის საზოგადოებას ან სოციუმს. ინფორმაცია, რომელიც ადამიანს მემკვიდრეობოთი ნიშანთვისების გზით გადაეცემა, ცირკულირებს საზოგადოებაში და წარმოქმნის ნოოსფეროს. საზოგადოების ყველა მატერიალური და ინფორმაციული საქმიანობა წარმოქმნის კულტურას. ადამიანი, როგორც ცოცხალ ორგანიზმთა 90%, იყოფა ორ სქესად:მამრი და მდედრი.

Saturday, October 26, 2013

1.პროექტის სდახელწოდება : ყვავილოვანი მცენარეები
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:       ყვავილივანი მცენარეების                                                                                                               გაცნობა
3. პროექტის აქტუალობა:მცენარეთა მრავალფეროვნების გაცნობა
4.პროექტის მიზნები:  ყვავილის როლი მცენარეთათვის, ყვავილების მრავალფეროვნება, 
 5. მონაწილეთა ასაკი:11-12 წლის მეხუთე კლასის მოსწავლეები
6.ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
 7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: 
                1. ოთახის მცენარეების შეძენა ბიოლოგიის კაბინეტისათვის
2. მტვრიანიანი, ბუტკოიანი , მტვრიანებიანი და ბუტკოებიანი ყვავილის მოდელების შექმნა.დროებითი პრეპარატის დამზადება  მიკროსკოპში სანახავად.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
              მცენარეთა ყვავილები, ფოტო აპარატი, კომპიუტერული ტექნიკა, ვიდეო მასალა მცენარეთა დამტვერვა,მიკროსკოპი. ფერადი ფურცლები ,პლასტელინი ,წებო, საპრეზენტაციო ფურცლები, მარკერები.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):1. სკოლის ეზოში არსებულ მცენარეთა დათვალიერება დაჯგუფება .(ფარულთესლოვანი --- შიშველთესლოვანი) 2.ექსკურსია ქ. ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში. ბოტანიკური ბაღის ყვავილოვანი მცენარეების გაცნობა
3..პროექტის ფარგლებში შექმნილი თემების: მოპოვებული ფოტო და ვიდეო  მასალების პრეზენტაცია  თემა :მწერები და ყვავილები  თემა : საღებავები და ყვავილები   თემა : სუნამოები და ყვავილები
4. სკოლის ეზოში ნაკვეთის     მონიშვნა და ყვავილნარის გაშენება.     
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუებთან /ეროვნულო გეგმასთან  კავშირი:
       ბუნ.V.1.მოსწავლეს შეუძლია ყვავილოვანი მცენარის ძირითადი ორგანოების მათ  ფუნქციებთან  დაკავშირება.
ბუნ.V.1.მოსწავლეს შეუძლია ყვავილოვანი მცენარის ძირითადი ორგანოების მათ ფუნქციებთან დაკავშირება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სვამს კითხვებს, იკვლევს და აანალიზებს, თუ რა ნიშნებით განსხვავდებიან ყვავილოვანები სხვა მცენარეებისგან;
·      ასრულებს ინსტრუქციებს, იყენებს შესაბამის ხელსაწყოებს (მაგ., ლანცეტი/დანა, გამადიდებელი ხელსაწყოები) მცენარის ორგანოების აგებულების  შესასწავლად, დაკვირვების შედეგებს წარმოადგენს ნახატის სახით;
·      იკვლევს ყვავილის ძირითად ნაწილებს  და მათ ფუნქციებს მცენარის გამრავლებას უკავშირებს;

პროექტის ხელმძღვანელი: ეკატერინე ჯოხაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა :ekaterinejokhadze296@gmail.com
პროექტის ვებ გვერდი /  ბლოგი:jokhadze81